მდინარე კინტრიშის კალაპოტში, ჭარბი ინერტული მასალის ამოღების სამუშაოები ხორციელდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის და სოფელ ქობულეთის ტერიტორიაზე, მდინარე კინტრიშის კალაპოტში ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით

სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

 

        ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის და სოფელ ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე კინტრიშის კალაპოტში ჭარბი აკუმულაციური უბნების გაწმენდის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაიგეგმა ჭარბი ინერტული მასალის ამოღების სამუშაოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი „მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო“-ს მიერ მომზადებული პაკეტის საფუძველზე.

         აღნიშნული სამუშაოების შერჩევის შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილების 74 მუხლის შესაბამისად, უნდა განხორციელდეს სამუშაოების შემსრულებელი პირის შერჩევა, რისი გათვალისწინებით მიზანშეწონილია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი დაინტერესებული პირების შემოსული განაცხადების შესწავლის მიზნით.

         აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილების შესაბამისად,

        ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნისა და სოფელ ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე კინტრიშის კალაპოტში ჭარბი აკუმულაციური უბნების (92715 მ3) გაწმენდის მიზნით ინერტული მასალის ამოღების სამუშაოების შემსრულებელი პირის შერჩევის მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი  შემდეგი შემადგენლობით:

       ა) დავით ვერულიძე _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე _ ჯგუფის ხელმძღვანელი;

       ბ) მინდია რომანაძე _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე _ ჯგუფის წევრი;

       გ) რომანოზ აბდუშელიძე _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსი _ ჯგუფის წევრი;

  1. ჯგუფს დაევალოს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილების 74 მუხლის შესაბამისად, სამუშაოების შემსრულებელი პირის (ფიზიკური, იურიდიული) შერჩევის მიზნით შესაბამისი განცხადებების განხილვა;
  2. სოფელ ხუცუბნის და სოფელ ქობულეთის ტერიტორიაზე მდინარე კინტრიშის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან (92715 მ3) ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით განცხადებების მიღების საბოლოო ვადად განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღე.
  3. განაცხადებების მიღება იწარმოებს სამუშაო დღის განმავლობაში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის: ქ. ქობულეთი, დ. აღმაშენებლის გამზირი N141, მერიის კანცელარიაში. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

        ა) პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), განახლებული;

        ბ) ხელმძღანელი პირის პირადობის მოწმობა;

        გ) პრეტენდენტის იურიდიული ან/და ფაქტიური მისამართი;

        დ) პრეტენდენტის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული მისამართი;

        ე) ინფორმაცია შესაბამისი სპეც.ტექნიკის ფლობის შესახებ, ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ქირავნობის შემთხვევაში, ქირავნობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

         ვ) გამოცდილება ანალოგიური საქმიანობის განხორციელების შესახებ.

  1. უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შემოთავაზებულ სოციალურ პროექტებს.
  2.  განცხადებების განხილვა განხორციელდება საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ვადის ამოწურვიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის: ქ. ქობულეთი, დ. აღმაშენებლის გამზირი N141.
  3. დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა წარმოადგინონ დალუქული სახით.
  4. წარმოდგენილი მასალების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა განხორციელდება შესაბამისი კომისიის მიერ. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პრეტენდენტების ინფორმირება განხორციელდება მათ მიერ წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის ან/და წერილობითი ფორმით.
  5. დაევალოს მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს (გელა გოგიტიძე) უზრუნველყოს ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება.
  6.   ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა N30).
  7.       ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
Skip to content