პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი – დავით ჯინჭარაძე
მობ: +995 599010877
E-mail: kobsakrebulo@gmail.com
განცხადება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და ფიზიკურ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მონაცემების დამუშავების პროცესში მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ეს განცხადება ვრცელდება საკრებულოს მიერ მონაცემთა ავტომატური, ნახევრად ავტომატური და არაავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე და წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით საკრებულოს ღირებულებების, ხედვისა და მიდგომების გამოხატულებას.
ვინ ვართ ჩვენ?
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმოადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – რომელსაც ირჩევს შესაბამისი ტერიტორიის მოსახლეობა პირდაპირი, საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.
რა მონაცემებს ვაგროვებთ თქვენს შესახებ?
თქვენთან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება დავამუშაოთ ჩამოთვლილი მონაცემები მათი დამუშავების კანონიერი მიზნის პროპორციული მოცულობით:
საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი), ფოტოსურათი, დაბადების თარიღი.
საკონტაქტო მონაცემები: ტელეფონის ნომერი, სამსახურებრივი და პირადი ელექტრონული ფოსტა, რეგისტრაციის მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, იურიდიული პირის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო მონაცემები;
დემოგრაფიული მონაცემები;
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები: თქვენთან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება დავამუშაოთ ჩამოთვლილი მონაცემები მათი დამუშავების კანონიერი მიზნის პროპორციული მოცულობით:
საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი), ფოტოსურათი, დაბადების თარიღი, ქორწინების სტატუსი, ვიდეო გამოსახულება;
საკონტაქტო მონაცემები: ტელეფონის ნომერი, სამსახურებრივი და პირადი ელექტრონული ფოსტა, რეგისტრაციის მისამართი, ფაქტობრივი მისამართი;
დემოგრაფიული მონაცემები;
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები: ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის და/ან გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ, ეროვნება, აღმსარებლობა, ინფორმაცია ნასამართლობის შესახებ, პატიმრობასთან ან ძებნილობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
ეროვნება, აღმსარებლობა, ინფორმაცია ნასამართლობის შესახებ, პატიმრობასთან ან ძებნილობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
სხვა მონაცემები: ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ, ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის, უძრავი ქონების, საცხოვრებელი პირობების შესახებ/სოციალური სტატუსი, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი.
მზა ჩანაწერები
ე.წ. მზა ჩანაწერები (cookies) პატარა ტექსტური ფაილებია, რომლებიც გამოიყენება ვებგვერდის მუშაობის უზრუნველსაყოფად, მის გასაუმჯობესებლად.
ამ ვებგვერდის გამოყენებისას, ინფორმაცია არ გროვდება მზა ჩანაწერების და სხვა მსგავსი ტექნოლოგიების საშუალებით.
რის საფუძველზე ვამუშავებთ მონაცემებს?
მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს თუ არსებობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, როგორებიცაა:
ა) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
ბ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
გ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად);
დ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი დამატებით ითვალისწინებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე –https://matsne.gov.ge/ka/document/view/1561437
მონაცემთა დამუშავების მიზნები
თქვენი მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში და ისეთი მიზნით, როგორიცაა:
- ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება;
- თქვენი განცხადებების განხილვა და მომსახურების ან დახმარების გაწევა;
- საკრებულოს და/ან სხვა პირების უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა;
რა ვადით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
თქვენს მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად.
მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენ ვიღებთ შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ, მონაცემების კონფიდენციალურობას. საკრებულოს აპარატის თითოეული თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს მონაცემთა დამუშავების პროცესში გაფრთხილებულია ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების შესახებ. მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს და იმ მოცულობით, რომელთაც მონაცემებზე წვდომა სჭირდებათ საკუთარი ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად. მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ ისეთ სისტემებში, რომელთა დაცვაც შესაძლებელია ინდივიდუალური მომხმარებლის სახელისა და რთული პაროლის საშუალებით და რომელშიც მონაცემთა მიმართ შესრულებული თითოეული მოქმედება აღირიცხება/ლოგირდება.
ვის გადავცემთ თქვენს მონაცემებს?
თქვენი მონაცემების გადაცემა ხდება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და წესით, მაგ. სამართალდამცავ ორგანოებისთვის გამოძიების მიზნების მონაცემების გადაეცემათ მხოლოდ მოსამართლის განჩინების ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე და ა.შ.
თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ:
ინფორმაციის მიღების უფლება
მიიღოთ ინფორმაცია თუ რა მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ, რა არის მათი დამუშავების მიზანი და საფუძველი, ასევე, ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მათი გადაცემის შესახებ. გაეცნოთ თქვენ შესახებ ჩვენთან არსებულ ჩანაწერებს და მიიღოთ მათი ასლები;
მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლისა და განადგურების მოთხოვნის უფლება
აღნიშნული უფლება საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული მცდარი/არაზუსტი მონაცემების დაუყოვნებლივ გასწორება, განახლება ან მონაცემთა დამუშავების მიზნების გათვალისწინებით არასრული მონაცემების შევსება, მათ შორის, დამატებითი ცნობის/დოკუმენტის წარდგენის გზით. ამასთან, უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების მკაფიო სამართლებრივი საფუძველი და ა.შ.
თანხმობის გამოთხოვის უფლება
აღნიშნული უფლება საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების გარეშე, უარი თქვათ თქვენს მიერ მონაცემთა დამუშავების თაობაზე გაცემულ თანხმობაზე.
იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძვლები, ასეთი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში ჩვენ უზრუნველვყოფთ შესაბამისი ქმედების განხორციელებას.
გასაჩივრების უფლება
თქვენი უფლებების დასაცავად შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.
თქვენი უფლებების შეიძლება შეიზღუდოს თუ ამ უფლების რეალიზებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას, ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს და/ან მონაცემთა სუბიექტისა და სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს. თქვენი უფლებების შეზღუდვისას შესაბამისი ზომის გამოყენება ხდება მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით.
კონტაქტი
უფრო დეტალურად მონაცემთა დამუშავების მიზნების, საფუძვლებისა და სხვა საკითხების შესახებ იხილეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური გვერდი: Kobuleti.gov.ge.
თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან რაიმე ქმედების განსახორციელებლად, გთხოვთ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის: kobsakrebulo@gmail.com ან ელექტრონული კანცელარიის მეშვეობით. თქვენი მოთხოვნა განიხილება და პასუხი გეცნობებათ 10 დღის ვადაში.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599010877