ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზღვის პირას სანაპირო ზოლში, პლაჟის ტერიტორიაზე შეზლონგების განთავსების მიზნითსექტორების სარგებლობის უფლებით (იჯარით) განკარგვაზე პირობებიანი საჯარო აუქციონის გამოცხადების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ‘’ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’-ს 61-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 122-ე მუხლის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს2024წლის 31 მაისის Nგ-115.115241527 განკარგულების„ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (მათ შორის პლაჟები) საიჯარო ფასების განსაზღვრის თაობაზე“ შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- გამოცხადებულ იქნას პირობებიანი საჯარო აუქციონი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზღვისპირა სანაპირო ზოლში, პლაჟის ტერიტორიაზე შეზლონგების განსათავსებლად სექტორების სარგებლობის უფლებით (იჯარით) განკარგვის მიზნით.
- დამტკიცებულ იქნას ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზღვისპირა სანაპირო ზოლში, პლაჟის ტერიტორიაზე შეზლონგების განსათავსებლად სექტორების სარგებლობის უფლებით (იჯარით) განკარგვის მიზნით აუქციონის გამოცხადების შესახებ განცხადება, თანახმად დანართისა.
- იჯარის ვადა განისაზღვროს 2024წლის 01 ოქტომბრამდე.
- ბრძანების შესრულება დაევალოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით შექმნილ მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას.
- აუქციონში მონაწილეობის მსურველთაგან განცხადებების მიღება აუქციონში მონაწილეობაზე განხორციელდეს დანართში მითითებული ვადების შესაბამისად.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს (გ. გოგიტიძე) დაევალოს ამ ბრძანების გამოქვეყნება ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებ.გვერდზე www.eauction.ge.
- ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ, ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა N-30) მისი საჯარო გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.