️დღეს 12 საათზე გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა.ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი,საჯარო განხილვაზე საზოგადოებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვაჟა შავიშვილმა წარუდგინეს.
2022 2025 წლების დოკუმენტის პროექტის მიხედვით პრიორიტეტად ჯანმრთელობის,სოციალური დაცვისა და ინფრასტრუქტურის საკითხები,ასევე განათლების,კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობის,ტურიზმისა და სპორტის მიმართულებები რჩება.
2022-2025წლის მუნიციპალიტეტის სტრატეგია მოიცავს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას,ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას.
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.დარბაზში შეკრებილმა მოქალაქეებმა თავიანთი მოსაზრებები,შენიშვნები და წინადადებები გამოთქვეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.