დღეს 12-00 საათზე ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით

🔹️დღეს 12-00 საათზე ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით.თავმჯდომარემ სხდომის დაწყებამდე ,სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით,საკრებულოს წევრებს წუთიერი დუმილის გამოცხადებისკენ მოუწოდა.
🔹️დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
🔹️1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 03 აგვისტოს №01-14/8681 მომართვა ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების შესახებ“ მიმოხილვის ცნობად მიღების თაობაზე;
(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო
სამსახურის უფროსი ფატი ჯინჭარაძე) 🔹️ 2.,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სასკოლო ასაკის უსინათლო ან/და მხედველობის სხვადასხვა პრობლემის მქონე მოზარდების იდენტიფიცირების, მათი რაოდენობის დადგენისა და საჭიროებების შესწავლისა და საკითხზე პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის მიზნით, დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენის შესახებ“;
(მომხსენებელი: ლია შაქარიშვილი)
🔹️3.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 24 აგვისტოს N01-14/9536 მომართვა- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის სისტემური აუდიტის შიდა აუდიტორული ანგარიშის ცნობად მიღების შესახებ;
(მომხსენებელი:ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის
სამსახურის უფროსი მალხაზ რომანაძე)
🔹️4.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 20 აგვისტოს N01-14/9484 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით,იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 1 (ერთი) წლის ვადით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის ადმინისტრაციულ შენობაში პირველ სართულზე არსებული 54,0 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე (ს/კ N20.36.02.013) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ,,ბესიკ ჩიქოვანი“);
(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვენსტიციო განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ ამაღლობელი)
🔹️5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 18 აგვისტოს N01-14/9358 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N114-ის მიმდებარედ 60,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.06.174) წლიური სარგებლობის ქირის საფასურის განსაზღვრის შესახებ;
(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვენსტიციო განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ ამაღლობელი)
🔹️6.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 16 სექტემბრის N01-14/10668 მომართვა- საქართველოს ,,სამოქალაქო კოდექსი“-ს 398-ე მუხლის შესაბამისად, საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 163 მე-4 პრიმა მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ;
(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვენსტიციო განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ ამაღლობელი)
2
Skip to content