აჭარაში თხილის მოსავლის აღების პროცესი მიმდინარეობს. რეგიონში, წელს 5 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.
თხილის აღების პროცესს, სოფელ ქაქუთში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროების, ასევე მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.
სამინისტროების და მერიის წარმომადგენლები მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ და მათგან მოისმინეს ინფორმაცია 2020 წლის თხილის მოსავლის აღების მიმდინარეობის შესახებ.
მეთხილეობის დარგის შესაძლებლობების გასაძლიერებლად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არაერთი პროგრამა ხორციელდება. ამ დროისთვის მეთხილე ფერმერებს 2500 ერთეული ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატი თანადაფინანსების პრინციპით გადაეცათ. ასევე უწყების მიერ, 2 000 ჰა ფართობზე აგრარული ექსტენცია ჩატარდა.