ქობულეთში რიგით მე-19 უფასო იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.
ცენტრში იმუშავეს ერთი იურისტ-კონსულტანტი.
სამართლებრივ რჩევებს გაიცემა სხვადასხვა საკითხზე.
მათ შორის:
- სოციალურად დაუცველთა უფლებები,
- საბანკო ურთიერთობები,
- მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია,
- მემკვიდრეობა,
- შრომითი დავები,
- ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა,
- მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები.
- სხვა აქტუალური პრობლემები.
დღესვე გაიმართა შეხვედრა მერიის, საკრებულოს წარმომადგენლებთან. პრეზენტაციაზე, შეხვედრის მონაწილეებს, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების და უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური (www.legalaid.ge) არის უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.
უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა:
- იურიდიული კონსულტაცია ყველასთვის – ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
- სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.);
- საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულისათვის, არასრულწლოვანი დაზარალებულის და გამოსაკითხი პირი/მოწმის ინტერესების დასაცავად;
- საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე;
- წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე;
საკონსულტაციო ცენტრი იურიდული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა და ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ გახსნეს.