ქობულეთის მუნიციპალიტეტში 6 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში 12 ახალი ლიფტის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
კორპუსებში თანამედროვე სტანდარტის ლიფტები მონტაჟდება.
სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოები, დღეს ქობულეთის მერის მოადგილემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მოინახულა.