(ქალაქი ქობულეთი, მეგობრობის ქუჩა N42. გეგმარებითი ერთეული: ს/კ 20.42.08.569, 20.42.08.575)
განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია „ქ. ქობულეთში, მეგობრობის ქუჩა N42-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.08.569) განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების
ინიცირების თაობაზე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 04 მარტის Nბ114. 1142406415 ბრძანების საფუძველზე და თანდართული დავალების შესაბამისად.
განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია, როგორც ხედვა/მონახაზი, მიწათსარგებლობის ქვეზონებისათვის აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების განაშენიანების არქიტექტურულ-
გეგმარებით და სივრცით მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას,
ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას.
კონცეფცია შედგენილია შემდეგი პრინციპების დაცვით:
- ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისათვის ღირსეული გარემოს შექმნა;
- ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნა და შენარჩუნება;
- დასახლებათა სოციალური და ტექნიკური ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, განახლება და განვითარება;
- განაშენიანების რეგულირება, რომელიც ხორციელდება ქალაქმშენებლობითი გეგმების მეშვეობი;
- მიწის ნაკვეთების განვითარება, მათი გამოყენებისა და განაშენიანების კონკრეტული რეგულირება და სათანადო უზრუნველყოფა.
- მიწის რაციონალური გამოყენება;
- ეკონომიკის დარგების განვითარების უზრუნველყოფა;
- მიმზიდველი და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს შექმნა;
- განვითარების გრძელვადიანი პოტენციალის შენარჩუნება და სათანადო უზრუნველყოფა;
- ეკონომიკური საქმიანობის წახალისება და ხელშეწყობა;
- ტერიტორიების განახლებისათვის ან/და ინტენსიფიკაციისათვის, მიწის მომჭირნედ და დაზოგვით გამოყენება, სივრცის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობის მომავლისათვის შენარჩუნება;
- სუსტად განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე ტერიტორიის ფუნქციურ ერთეულად ჩამოყალიბება სხვა ერთეულებთან პარტნიორობის საფუძველზე;
- ინფრასტრუქტურის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირება, სხვა მოსალოდნელი უარყოფითი ზემოქმედების დაძლევა.__
დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წინამდებარე ინფორმაციის
გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ
მოსაზრება საკითხის ირკვლივ.
დანართი: თანდართული მასალა თან ერთვის.
ტერიტორიის გამოყენების რუქა (1)
გდგ - კონცეფცია - შპს თი ბი ეს უძრავი ქონების ფონდი (1) (1)