ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა.სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა მისამართბზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმაში ცვლილებები.
ინფრასტრუქტურის, სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლაშა ხახუტაიშვილმა ქალაქ ქობულეთში მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.