საკრებულოს სხდომა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტი  ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ წარმოადგინა, რომელიც 70 194 600 ლარით არის განსაზღვრული.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების   შესახებ.
  • „ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 თებერვლის N06 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 08 დეკემბრის N114-11423342224 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის  საშტატო ნუსხისა და  თანამდებობრივი სარგოს  დამტკიცების   შესახებ.
  • ქობულეთის  მუნიციპალიტეტის მერის 19 დეკემბრის N114-1142335387 მომართვა -,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის  N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • ქობულეთის  მუნიციპალიტეტის მერის 19 დეკემბრის N114-114235320 მომართვა -,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის N15 დადგენილების ძალადაკარგულად  გამოცხადების თაობაზე.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 08 დეკემბრის N114-11423342223 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  რაოდენობის შეთანხმების  შესახებ.
  • საქართველოს პარლამენტი- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2023 წლის 30 ნოემბრის N9167/4-5/23 მომართვა – ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 20 დეკემბრის №114-11423354176 მომართვა- ქალაქ ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N258-260-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ  N20.42.19.039, ს/კ 20.42.06.434 და ს/კ 20.42.19.029) მრავალბინიანი  საცხოვრებელი  სახლის  მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის   დამტკიცების შესახებ.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 20  დეკემბრის  №114-1142335574 მომართვა- ქალაქ ქობულეთში,  თავისუფლების  ქუჩა  N13-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე  (ს/კ  N 20.42.06.241) მრავალფუნქციური  კომპლექსის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის  დამტკიცების შესახებ.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 20  დეკემბრის  №114-11423354178 მომართვა- ქალაქ ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N285-ში  არსებულ მიწის ნაკვეთზე  (ს/კ  N 20.42.01.145) მრავალფუნქციური  კომპლექსის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის  დამტკიცების შესახებ.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 20 დეკემბრის N114-11423354175 მომართვა- „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას გეგმარებითი ერთეულის განაშენიანების   გეგმის   დამტკიცების შესახებ.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 20 დეკემბრის N114-11423354175 მომართვა- „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მუხაესტატე -წყავროკას გეგმარებითი ერთეულის განაშენიანების  გეგმის  დამტკიცების შესახებ.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 21 დეკემბრის  N114-1142335519 და N114-1142335588-მომართვები-ქ.ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N764-ში მდებარე 1855.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთისა და მასზე  განთავსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობების   საწყისი საპრივატიზებო საფასურის  განსაზღვრის შესახებ.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 21 დეკემბრის  N114-1142335519 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N61 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა“-ში  ცვლილებისა და დამატების  შეტანის   თაობაზე (დამატება -ქ.ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი  N764-ში მდებარე 1855.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთი და მასზე  განთავსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობა (ს/კ 20.42.02.215).
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 21 დეკემბრის N114-1142335526 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N02 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში   ცვლილებისა და დამატების  შეტანის   თაობაზე (დამატება -ქ.ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირის პირველი შესახვევი N8-ში  მდებარე 107.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთი  (ს/კ 20.42.12.354).
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 21 დეკემბრის N114-1142335526 მომართვა-ქ.ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირის პირველი შესახვევი N8-ში  მდებარე 107.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის  განსაზღვრის შესახებ.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 21 დეკემბრის N114-1142335526 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N61 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა“-ში  ცვლილებისა და დამატების  შეტანის   თაობაზე (დამატება -ქ.ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირის პირველი შესახვევი N8-ში  მდებარე 107.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთი  (ს/კ 20.42.12.354).
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 11 დეკემბრის N114-11423345285 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 1 (ერთი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშიარსებული ქ.ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N23-ის მიმდებარედ მდებარე 6 (ექვსი) ერთეული გარე განათების ბოძზე  არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსების რადიუსის (წერტილი), (ს/კ 20.42.07.656) შპს ,,სილქნეტი’’-ს საკომუნიკაციო ქსელის მოწყობის  მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და  წლიური საწყისი საიჯარო   საფასურის განსაზღვრის შესახებ.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 18 დეკემბრის N114-1142335267 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 1 (ერთი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშიარსებული  ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N139-ის მიმდებარედ მდებარე 495,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.04.749) 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ყვავილების სარეალიზაციო ჯიხურის განთავსების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და  წლიური საწყისი საიჯარო  საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ მამუკა გოხიძე).
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 13 დეკემბრის  N114-1142334742 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიში – შპს ,,ქობულეთის  ტრანსრეგულირება“- 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
  •          

 

Skip to content