ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს წევრთა შერჩევის მიზნით, კონკურსი ცხადდება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისრირებული 14-29 წლის ახალგაზრდას , რომელიც არ არის დასაქმებული საჯარო სამსახურში და აკმაყოფილებს აღნიშნული დებულებით განსაზღვრულ პირობებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) შევსებული განცხადება (დანართი 1 );
ბ) სამოტივაციო წერილი (ბეჭდური სახით / შრიფტი – Sylfaen, ფონტის ზომა -11, არაუმეტეს 300 სიტყვისა);
გ) სარეკომენდაციო წერილი (მინიმუმ ორი);
დ) ავტობიოგრაფია / CV (ბეჭდური სახით / შრიფტი – Sylfaen, ფონტის ზომა -11);
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ასლი;
ვ) ცნობა რეგისტრაციის (საცხოვრებელი ადგილის) შესახებ ან დასურათებული მტკიცება – ე.წ. „სკრინშოტი“, სამოქალაქო რეესტრის ვებგვერდიდან (თარიღის წარმოჩენით), მისი რეგისტრაციის – საცხოვრებელი ადგილის/მისამართის მითითებით;
3. დოკუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე, (ბეჭდური სახით – Microsoft Word Document / Sylfaen), ხოლო უცხო ენაზე წარმოსადგენი დოკუმენტი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული.
განცხადებების მიღება 23 ოქტომბრიდან და 23 ნოემბრის ჩათვლით იწარმოებს. დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებაში.
მის: ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი N 141