ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, შიდა კონკურსის გასაუბრების ეტაპი გაიმართა.
უწყებაში ვაკანტური იყო შემდეგი პოზიცია: საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის – იურისტი.
შიდა კონკურსი გამოცხადდა პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა იქ დასაქმებულ მოხელეს. შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.