ქ. ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისა და განვითარების მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება

გეგმარებითი ერთეულის ფართობი შეადგენს 13200,00 კვ.მ-ს. გეგმარებითი ერთეული მოიცავს 17 მიწის ნაკვეთს.

დაგეგმილი პროექტის მიხედვით გეგმარებით ერთეულში შემავალ მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდებით 20.42.04.823, 20.42.04.607, 20.42.04.608, 20.42.04.804, უნდა განთავსდეს მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომლექსი. აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს განაშენიანების გამჭიდროებას – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას.

გეგმარებითი ერთეული უზრუნველყოფილია ინფრასტრუქტურული სიმძლავრეებით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში მათი გაუმჯობესება მოხდება ობიექტის პროექტირების ეტაპზე, ოპერატორი კომპანიების მიერ გაცემული ტექნიკური დავალებების შესაბამისად.

საპროექტო ტერიტორიის და ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები • დაგეგმილი ცვლილებები ციფრებში: განაშენიანების კოეფიციენტი (კ-1) რჩება უცვლელი და შეადგენს 0,5-ს; განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) იზრდება 2,5-დან 3,0-მდე და 4,5-მდე. გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) რჩება უცვლელი და შეადგენს 0,3-ს გეგმარებითი ერთეულში შემავალ, სხვა/დანარჩენ მიწის ნაკვეთებზე მოქმედებს განაშენიანების გეგმით დადგენილი განაშენიანების პარამეტრები და პირობები, გარდა მიწის ნაკვეთზე ს/კ 20.42.04.549, რომელზეც აღნიშნული პარამეტრები განსაზღვრულია სამშენებლო დოკუმენტით.

დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წინამდებარე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან   არაუმეტეს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ მოსაზრება საკითხის ირკვლივ.

დანართი:  თანდართული მასალა თან ერთვის:

კონცეფცია - შპს ვესტ დეველოპმენტი_compressed
Skip to content