ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი:
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 23 მაისის N114-11423143174 მომართვა- ქ.ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირის მეორე შესახვევისათვის მეცნიერებათა დოქტორის დურსუნ ბალაძის სახელის მინიჭების შესახებ;
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 23 მაისის N114-11423143193 მომართვა- ქ.ქობულეთში, პოპოვის ქუჩისათვის მფრინავი ფადიკო გოგიტიძის სახელის მინიჭების შესახებ;
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 23 მაისის N114-11423143181 მომართვა- ქ.ქობულეთში, პუშკინის ქუჩისათვის პოეტი ამირან ხაბაზის სახელის მინიჭების შესახებ;
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 23 მაისის N114-11423143177 მომართვა- ქობულეთში, სოფელ ციხისძირში სტალინისუბნისათვის ,,პეტრას უბანი“-ს სახელის მინიჭების შესახებ.