დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 16 საკითხზე იმსჯელეს.
- ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სპორტული ღონისძიებების ფარგლებში სამივლინებო ხარჯების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის N22 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
- ქალაქ ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს.კ. N 20.42.09.470; ს.კ. N 20.42.09.402; ს.კ. N20.42.09.518; ს.კ. N 20.42.09.471; ს.კ. N 20.42.09.520; ს.კ. N 20.42.09.552; ს.კ. N 20.42.09.550; ს.კ. N20.42.09.551; ს.კ. N 20.42.09.517 და ს.კ. N20.42.09.078 მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 11 აპრილის N114-1142310196 მომართვა – ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მეგობრობის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს.კ. N20.42.04.810 და ს.კ. N20.42.04.812) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 იანვრის N03 დადგენილებით დამტკიცებულ N2 დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე;
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში მდებარე 57,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N20.333.01.683), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიწის ნაკვეთების (ს/კ N20.37.02.510); (ს/კ N20.37.01.370, (ს/კ N20.43.07.202); (ს/კ N20.37.02.515); (ს/კ N20.43.06.342) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 1 (ერთი) წლის ვადით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N110-ის მიმდებარედ 661,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 26,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ტროტუარი, ს/კ 20.42.06.847) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ ).
- შპს ,,ოპტიმლაინი“-სათვის (ს/ნ 400320648) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მოძრავ ქონებაზე, კერძოდ სოფელ ხუცუბანსა და სოფელ კვირიკეში 2(ორი) წლის ვადით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მოსახლეობაზე მიწოდების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N1-ის მიმდებარედ არსებული 470,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ტროტუარი, ს|კ 20.42.08.677) და ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N116-ის მიმდებარედ არსებული 750,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ტროტუარი, ს|კ 20.42.06.367) 6,0-6,0 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (შპ ს,,საქართველოს ფოსტა“);
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (მათ შორის პლაჟების) 2023 წლის საკურორტო სეზონისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის შესახებ.
- საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (მათ შორის პლაჟები) საიჯარო ფასების განსაზღვრის თაობაზე. საკრებულომ, აგრეთვე მოისმინა და დადებითად შეაფასა ქობულეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს, ა(ა)იპ ,,ქობულეთის კულტურის ცენტრი“-ს, გურამ თამაზაშვილის სახელობის ა(ა)იპ ,,ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,მხედრული“-ს , ა(ა)იპ ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტოს საბავშვო ბაღების გაერთიანება“-ს, ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ,,ქობულეთის სახელოვნებო სკოლა“-ს, 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში.