იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიამ განიხილა:
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ პირთა განსაზღვრისა და სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 10 მარტის N114-11423069274 მომართვა- ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ.
- ,,საგანგებო სიტუაციებზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აგვისტოს N134 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.