დღეს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს.
- კომისიამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
- „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.