20 დეკემბერს, 12-00 საათზე, გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 09 დეკემბრის №114-11422343246 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ;
(მომხსენებელი: თედო ტაკიძე)
- „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
(მომხსენებელი: თედო ტაკიძე)
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ;
(მომხსენებელი: დავით წულუკიძე)
4.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 12 დეკემბრის N114-11422346218 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ;
(მომხსენებელი: დავით წულუკიძე)
5.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 12 დეკემბრის N114-11422346242 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ;
(მომხსენებელი: დავით წულუკიძე)
6.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 09 დეკემბრის N114-1142234372 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მაისის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)
7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 12 დეკემბრის N114-11422346162 მომართვა – ქალაქ ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N285-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. N20.42.01.153) მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ;
(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)
8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 28 ნოემბრის N114-11422332161 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა N164-ში მდებარე უძრავ ქონებაში პირველი სადარბაზოს პირველ სართულზე არსებული 29,48 კვ.მ საერთო ფართის ბინა (ს/კ N20.42.05.270.01.506), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)
9. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 07 ნოემბრის N114-11422311139 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით,იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, მ.აბაშიძის ქუჩა N14-ის მიმდებარედ 4585.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.42.08.500) 226.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ,,ვ.აბაშიძე“).
(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)