ქობულეთის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თეა მოწყობილი უძღვებოდა.
სხდომაზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2023 წლის ქვეპროგრამების პროექტებზე იმსჯელეს.
- „იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამა.
- „თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის დახმარების“ – ქვეპროგრამა.
- „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების“ ქვეპროგრამა.
- ა(ა)იპ ,,ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი”-ს ქვეპროგრამა.
- ,,მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამა.
- „ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარების“ ქვეპროგრამა.
- „დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარების“ – ქვეპროგრამა.
- „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების“ქვეპროგრამა.
- „მუნიციპალური უფასო სასადილოს“ ქვეპროგრამა.
- „ცალკეული სოციალური კატეგორიის ოჯახების გაზიფიცირების“ ქვეპროგრამა.
- „მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ ქვეპროგრამა.
- „მარტოხელა მშობლების ყოველთვიური მატერიალური დახმარების“ ქვეპროგრამა.
- „გარდაცვლილის ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამა.
- „ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე დახმარების“ ქვეპროგრამა.
- „ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე 18 წლამდე, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 0-დან 65001 -მდე სარეიტინგო ქულით, ერთჯერადად მატერიალური დახმარების“ ქვეპროგრამა.
- „დიალიზის ცენტრის პაციენტების და ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/ რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციართა მატერიალური დახმარების“- ქვეპროგრამა.
- „მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის“ ქვეპროგრამა.