დღეს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დავით მჭედლიშვილის თავმჯდომარეობით.
სხდომაზე იურიდიულ-საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დავით წულუკიძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N07 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილა,რომელიც ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ლია შაქარიშვილმა ,,ქობულეთის მუნიციპალური „გენდერული თანასწორობის საბჭო“-ს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის N01 განკარგულებაში ცვლილები წარმოადგინა,რაც გულისხმობდა ორი ახალი წევრის დამატებას გენდერული თანასწორობის საბჭოში.ამასთანავე რუსთაველის ქ.N215 ა სახლის მიმდებარედ სკვერისათვის სახელის მინიჭებაზე, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე განმცხადებელს უარი ეთქვა.
ინფრასტრუქტურის,სივრცითი -ტერიტორიული დაგეგმარების,ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლაშა ხახუტაიშვილმა
მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის საკითხი წარადგინა,რომელიც რამდენიმე არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას ეხებოდა.