აჭარაში წყლის სისტემების განვითარების პირველი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.
პროექტით ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მუხაესტატეს მეურნეობის დასახლებაში, ქვედა კვირიკეში, ჩაქვისთავში, ცეცხლაურში, ოჩხამურსა და ჯიხანჯურში განხორციელდება.
ოჩხამურის, ცეცხლაურის და ჯიხანჯურის დასახლებებების წყლით უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სპეციალური ჭაბურღილები მოეწყობა. აშენდება 1 წყლის გამწმენდი და 5 ხელოვნური ჭაობის ტიპის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, ასევე 600 მ3 მოცულობის წყლის რეზერვუარი.
მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 11 954 784 ევრო დაიხარჯება.
განახლებული კომუნალური ინფრასტრუქტურით ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 1600-მდე ოჯახი ისარგებლებს.
აჭარაში კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი KfW ბანკისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.