სახალხო ფოლკლორული ანსამბლი ,,ქობულეთი” – აჭარის კულტურის სამინისტროს და მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების ინიციატივით ქობულეთის სარაიონო კულტურის სახლის ბაზაზე 1968 წელს შეიქმნა ძველი ხალხური გურულ-აჭარული სიმღერების აღდგენითი სალოტბარო ოთხწლიანი სკოლა.
ა (ა)იპ გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „მხედრული“ ”მხედრული” ქობულეთის მუნიციპალიტეტის
მხარდაჭერით უკვე მეცხრამეტე წელია, რაც ქობულეთის სახელოვნებო სივრცეში
ფუნქციონირებს. გარკვეული დროის შემდეგ ანსამბლმა მიიღო სიმღერისა და
ცეკვის ანსამბლის სტატუსი და შესაბამისად, 2011 წლის 28 დეკემბერს, ქობულეთის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით ანსამბლს მიენიჭა დამოუკიდებელი
იურიდიული პირის სტატუსი.დაფუძნდა ა(ა)იპ ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის
ანსამბლი ”მხედრული”. 2015 წელს 17 სექტემბერს ანსამბლ „მხედრულს“ მიენიჭა
დიდი საზოგადო მოღვაწის და ქართული ხმების სოლისტის გურამ თამაზაშვილის
სახელი. 2011-2012-2013-2014-2015-2016-2017წწ ანსამბლი ”მხედრული” ახალი
რეპერტუარით წარსდგა ფართო საზოგადოების წინაშე, სადაც მიიღო მაღალი
აკადემიური შეფასება, როგორც სამთავრობო სტრუქტურებიდან, აგრეთვე
საქართველოს ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა და შემოქმედთა დიდი არმიის მხრიდან.
ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,საუნჯე”
ხალხური ინსტრუმენტების შემსწავლელი ჯგუფი ,,ჩანგი”
რიტმული ცეკვების შემსწავლელი კლუბი ,,ახალი რიტმები”
სალოტბარო განყოფილება
ქაქუთის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ქაქუთი”
ქაქუთის კულტურის სახლთან არსებული ს.მამულაიშვილის სახელობის ანსამბლი ,,სულიკო”
ლეღვას სასოფლო კლუბთან არსებული ვოკალური ჯგუფი ,,ალილო”
დაგვას კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი ,,ვახტანგური”
ალამბრის სასოფლო კლუბთან არსებული ვოკალური ჯგუფი ,,ადილო”
ხალას კულტურის სახლთან არსებული ვოკალური ანსამბლი ,,შვარდენი”
ციხისძირის კულტურის სახლთან არსებული ვოკალური ჯგუფი
ზედა აჭყვას სასოფლო კლუბთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სიხარული”.
ჩოლოქის სასოფლო კლუბთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჩოლოქი”
სოფ. ქობულეთის სასოფლო კლუბთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჩაქურა”
ცეცხლაური კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,თაიგული”