ქობულეთის მერიის პროგრამის “ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების პროექტების დაფინანსების” ფარგლებში 5 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა. თითო პროექტის დაფინანსებული თანხა შეადგენს 3000 ლარს. მერიის ბიუჯეტიდან ჯამში 15000 ლარი გამოიყო. დაფინასდა შემდეგი მიმართულებები: ინტელექტულური თამაშები, როგორც დებატები ასევე სამაგიდო თამაშები,მიუსაფარი ძაღლებისა და მტრედების მოვლა-პატრონობა. პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებულები დავით ბალაძე და ამირან აბაშიძე. – „ეს პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქედან ,რომ საშუალება გვეძლევა ქობულეთის მუნიციპალიტეტში საფუძველი ჩაეყაროს დებატების კულტურას, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა განავითარონ: აბსტრაქტული აზროვნება, თვითდაჯერებულობა, საჯარო მეტყველების კულტურა, გუნდური მუშაობა, მოსმენა და ა.შ. აღნიშნული პროექტით სკოლის მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი როლისა და დანიშნულების გათავისებას, როგორც სკოლის, ასევე საზოგადოების წინაშე“. პროგრამის ფარგლებში, მერიაში სულ შემოსული იყო 9 პროექტი. პროგრამა განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, 14 დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის, ინიციატივით წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებას. ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება იყვნენ აქტიური მოქალაქეები და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში , განახორციელონ საკუთარი იდეები და ინიციატივები.