ქობულეთის მერიაში ესტონეთის წითელი ჯვრის, პოლიციისა და სამაშველო საბჭოს წარმომადგენებთან გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა. ვიზიტი მიზანად ისახავს ქობულეთში ბავშვთა უსაფრთხოების განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით, ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას, როგორც სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების, ასევე საჯარო სკოლის პედაგოგებისათვის. პროექტი ხორციელდება „ესტონეთის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა, დაიცავით საკუთარი თავი და დაეხმარეთ სხვას“ ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ესტონეთისა და საქართველოს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.