დღეს 14 საათზე გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა დავით წულუკიძის თავმჯდომარეობით.სხდომაზე განიხილეს სამი საკითხი:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ.
3.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.