ქობულეთის მუნიციპალიტეტში „მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის“ ქვეპროგრამა ამოქმედდა.

📢👇
🔷️ ქობულეთის მუნიციპალიტეტში „მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის“ ქვეპროგრამა ამოქმედდა.
✅ქვეპროგრამა ითვალისწინებს მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას შემდეგი კატეგორიისთვის – მოწყვლადი ოჯახებისათვის, რომელთაც საცხოვრებელი სახლი, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად არ ექვემდებარება აღდგენა-რეაბილიტაციას და მასში ცხოვრება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
📌 🗓 განაცხადებების მიღება 7 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით იწარმოებს.
🔷️ქვეპროგრამაში ჩართვისთვის მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ:
1. ინდივიდუალური, მცირეფართიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე განაცხადი;
2. ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000-ის ჩათვლით.
3. ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
4. განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად, არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლები;
5. შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმპ, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);
6. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრებაზე და სხვა
7. გეოლოგური დასკვნა;
8. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
Skip to content