აჭარაში უკრაინის დამეგობრებულ რეგიონებისა და ქალაქებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება დაიწყო.
აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი ფინანსური რესურსი სამედიცინო და პირველადი მოხმარების ნივთების შეძენის მიზნით.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება უკრაინის სოლიდარობის კამპანიას და დამეგობრებული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს.
ჰუმანიტარულ აქციაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს
მისამართი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, აღმაშენებლის N114 – ქობულეთის კულტურის ცენტრი. ტელ: +995 595 74 00 11 ტელ: +995 599 60 31 30
ასევე, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ორგანიზებას უწევს ჰუმანიტარული ტვირთვის მიღება-დახარისხების პროცესს.
მის: ბათუმი, ჟიული შარტავას #13; ბათუმის საფეხბურთო სტადიონი – B4 შესასვლელი, ტელ: +995 598 457 138