დღეს, 25 თებერვალს 12 საათზე გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დავით მჭედლიშვილის თავმჯდომარეობით.სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი:
1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 18 თებერვლის №114-1142204968 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის N09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ;
3.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ;
4.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.
5.შპს ,,ქობულეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგური“-ს 2022 წლის 14 თებერვლის მომართვა -2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.
6.ა(ა)იპ ,,ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი“-ს 2022 წლის 15 თებერვლის N50-11422046169 მომართვა -2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.
7.ა(ა)იპ ,,ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლი“-ს 2022 წლის 8 იანვრის N01-21/5 მომართვა -2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.
8.ა(ა)იპ ,,ქობულეთის კულტურის ცენტრი“-ს 2022 წლის 14 თებერვლის N01-15/07 მომართვა -2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.
9.ა(ა)იპ ,,ქობულეთის მუზეუმი“-ს 2022 წლის 9 თებერვლის N01-18/3 მომართვა -2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.