ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის და წვიმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღწერა/შესწავლა მიმდინარეობს. დღის პირველ ნახევარში ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს, მათ შორის ერთ მრავალბინიან კორპუსს სახურავი გადახადა.
მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, სხვადასხვა უწყებებთან ერთად სწავლობს არსებულ მდგომარეობას. საკითხის დროულად მოგვარების მიზნით დაიწყო ზარალის დათვლის პროცედურები, რის შემდგომაც დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.