დღეს 22 თებერვალს 12 საათზე ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა თედო ტაკიძის თავმჯდომარეობით. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი:
1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.
(მომხსენებელი:თედო ტაკიძე)
2.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 18 თებერვლის №114-1142204968 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის N09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
(მომხსენებელი: თედო ტაკიძე)
(თანამომხსენებელი: დავით ვერულიძე)