დღეს 12 საათზე ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე:
1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.
(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)
2.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 25 იანვრის №07-115220255-115 მომართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)
3.ქობულეთის მუნიციპალური „გენდერული თანასწორობის საბჭო“-ს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.
(მომხსენებელი: ლია შაქარიშვილი)