გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
2022 წლის 31 იანვარს 12-00 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141);
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.
(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)
2.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 25 იანვრის №07-115220255-115 მომართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)
3.ქობულეთის მუნიციპალური „გენდერული თანასწორობის საბჭო“-ს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.
(მომხსენებელი: ლია შაქარიშვილი)