ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გზამკვლევი
ბიუჯეტის მგზამკვლევი მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მოკლე აღწერას.
ბიუჯეტის მგზამკვლევის შემუშავება ეხმარება მოქალაქეს მარტივ, მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო და სხვა სახის პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ. მგზამკვლევში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს თვითმმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მოკლე აღწერას, წარმოაჩენს მათ მიზნობრიობას, დაგეგმილ აქტივობებს სძენს მეტ ტრანსფარენტულობას და საჯაროობას.