გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
2021 წლის 24 დეკემბერს 12 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141);
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1.N81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის N81/100 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (ზ.თხილაიშვილი) უფლებამოსილების ცნობის შესახებ;
(მომხსენებელი: დავით წულუკიძე)
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 22 დეკემბრის №114-11421356126 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
(მომხსენებელი:ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის
პირველი მოადგილე დავით ვერულიძე)
- 3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 10 დეკემბრის №114-11421344248 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ;
(მომხსენებელი:ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზოიძე)
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ;
(მომხსენებელი: თედო ტაკიძე)
5. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 თებერვლის N06 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
(მომხსენებელი:თედო ტაკიძე)
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 16 დეკემბრის N114-1142135012 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ;
(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული
სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი თეონა გეგიძე)
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 15 დეკემბრის N114-11421349294 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ“;
(მომხსენებელი: დავით წულუკიძე)
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 24 ნოემბრის №01-14/13964 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სამოქმედო გეგმა 2021-2023 დამტკიცების შესახებ;
(მომხსენებელი: ლია შაქარიშვილი)
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 13 დეკემბრის N114-1142134749 მომართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით 2(ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N112-ის მიმდებარედ 5.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ N20.42.18.052) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ(ფ/პ ,,დათუნა დედოფალიძე“);
(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 13 დეკემბრის N114-1142134746 მომართვა -„ა(ა)იპ „ქართულ-ბერძნული თანამეგობრობის ორგანიზაციისათვის სოფელ დაგვას ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე არსებული 2 (ორი) ოთახის 2 (ორი) წლის ვადით უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე“.
(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)
11.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 17 დეკემბრის N114-11421351206 მომართვა – „კომპანია ‘’SIEMENS’’-ისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული თავისუფლების ქუჩა N-23-ის მოპირდაპირედ 32,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 20.42.07.781), ა(ა)იპ ‘’ოუფენ ნეტი’’-სათვის, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემა, აგრეგაციის კონტეინერის ჩადგმის მიზნით.
(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)