2021 წლის 20 დეკემბერს 14-00 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 10 დეკემბრის №114-11421344248 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ;
(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 13 დეკემბრის N114-1142134749 მომართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით 2(ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N112-ის მიმდებარედ 5.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ N20.42.18.052) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ(ფ/პ ,,დათუნა დედოფალიძე“);
(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)
(თანამომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვენსტიციო განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ ამაღლობელი)
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 13 დეკემბრის N114-1142134746 მომართვა -„ა(ა)იპ „ქართულ-ბერძნული თანამეგობრობის ორგანიზაციისათვის სოფელ დაგვას ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე არსებული 2 (ორი) ოთახის 3 (სამი) წლის ვადით უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე“.
(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)
(თანამომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვენსტიციო განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ ამაღლობელი)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 17 დეკემბრის N114-11421351206 მომართვა – „კომპანია ‘’SIEMENS’’-ისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული თავისუფლების ქუჩა N-23-ის მოპირდაპირედ 32,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 20.42.07.781), ა(ა)იპ ‘’ოუფენ ნეტი’’-სათვის, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემა, აგრეგაციის კონტეინერის ჩადგმის მიზნით.
(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)