3 დეკემბერს 12 საათზე გაიმართა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული ქალაქ ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მე-7 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა.
სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გელა ხახნელიძემ გახსნა, რის შემდეგაც იგი უხუცესი წევრის დავით წულუკიძის თავმჯდომარეობით გაგრძელდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეული იქნა დავით მჭედლიშვილი. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს ნათია თხილაიშვილი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეებად გურამ აბაშიძე და ჯემალ ბლადაძე.
დღესვე საკრებულომ განსაზღვრა საკრებულოს კომისიათა შემადგენლობები და აირჩია საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები შემდეგი შემადგენლობით:
1. იურიდიულ-საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – დავით წულუკიძე.
2. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიისის თავმჯდომარედ – თედო ტაკიძე.
3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – გელა გოგიტიძე.
4. ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ლაშა ხახუტაიშვილი.
5. განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თვმჯდომარედ – ლია შაქარიშვილი.