ძლიერი შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპიროს დასუფთავება და ზარალის შესწავლა დაწყებულია. დასუფთავების სამუშაოები კი დილიდან განახლდება.
ძლიერი წვიმის შედეგად ზღვაზე ჯებირები დაზიანდა, რიგ მონაკვეთებზე მოიშალა სანაპირო ინფრასტრუქტურა, დაზიანდა საპარკე სკამები, დეკორატიული ფილები და გამწვანებული ტერიტორიები.
არსებულ სიტუაციას ადგილზე გავეცანით. დილიდან უკვე ზუსტად გვეცოდინება ზუსტი მდგომარეობა და დავიწყებთ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.