ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის 29 აპრილს გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი (განცხადებების გადარჩევა), საკრებულოს აპარატის III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, დასრულდა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად hr.gov.ge ვებ გვერდის საშუალებით, განაცხადი შემოიტანა 21-მა აპლიკანტმა, აქედან კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 2 კონკურსანტი. კონკურსის მეორე ეტაპი (გასაუბრება, ზეპირი დავალება) ჩატარდება 2021 წლის, 11 ივნისს, 12:00 საათზე, შემდეგ მისამართზე :ქობულეთი, აღმაშენებლის გამზირი N 141 (ქობულეთის მერიის შენობაში, მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში).
მეორე ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყება 11:30 საათზე, კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან /და პირადობის მოწმობა, ან/და მართვის მოწმობა).
კონკურსანტი, რომელიც მითითებულ ვადაში არ გაივლის რეგისტრაციას არ დაიშვება გასაუბრებაზე.