ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასვლითი სხდომა

2021 წლის, 31 მაისს, 12-00 საათზე ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასვლითი სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1.ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მიერ პეტიციის წესით ინიცირებული საკითხის მოწონების შესახებ;
ა)ქ.ქობულეთში ცენტრალური მუნიციპალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის, წიგნადი ფონდის პერიოდული განახლებისა და ბიბლიოთეკის სრულად ამოქმედების შესახებ;
(მომხსენებელი: მედეა მოწყობილი)
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 17 მაისის N01-14/5015 მომართვა- აჭარის ავტომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებების მიხედვით შესაბამისი პროექტების დამტკიცების შესახებ;
(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის
სამსახურის უფროსი ზაზა კაიკაციშვილი)
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 13 მაისის N01-14/4779 მომართვა-,,შ.პ.ს. ,,ქობულეთის ტრანსრეგულირება”-ს მიერ სასეირნო ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დადგენის შესახებ;
(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვენსტიციო განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ ამაღლობელი)
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 14 მაისის N01-14/4800 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში მდებარე 11827 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N01-63.0 კვ. მეტრი საერთო ფართის შენობა-ნაგებობის (სტადიონი ს/კ 20.37.02.106) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვენსტიციო განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ ამაღლობელი)
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N432 განკარგულებით დამტკიცებული ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობაში“ ცვლილების შეტანის შესახებ;
(მომხსენებელი: ლია შაქარიშვილი)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
Skip to content