განცხადება

განცხადება
2021 წლის 31 მაისს 14-00 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სასკოლო ასაკის უსინათლო ან/და მხედველობის სხვადასხვა შეზღუდვის მქონე მოზარდების იდენტიფიცირების, მათი რაოდენობის დადგენისა და საჭიროებების შესწავლისა და საკითხზე პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა, ქობულეთის მუზეუმის დარბაზში. (მის:ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი N100);
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სკოლამდელი/სასკოლო ასაკის უსინათლო და მცირედმხედველთა იდენტიფიცირების, მათი რაოდენობის დადგენის და საჭიროებების შესწავლის საკითხზე პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის მიზნით, დროებით სამუშაო ჯგუფში შემოსული წერილების ქრონოლოგიისა და ზოგადი შინაარსის მიმოხილვა;
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სკოლამდელი/სასკოლო ასაკის უსინათლო და მცირედმხედველთა იდენტიფიცირების, მათი რაოდენობის დადგენის და საჭიროებების შესწავლის საკითხზე პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის მიზნით, დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ დამუშავებული სქემის მიხედვით, შემოსულ წერილებზე დაყრდნობით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოებული კვლევით გამოვლენილი მდგომარეობა და საჭიროებები;
3. უსინათლო/მცირედმხედველ მოზარდთა საგანმანათლებლო და სხვა საჭიროებების ამსახველი სქემის გაცნობა;
Like

Comment
Share
Skip to content