2021 წლის 24 მაისს 12-00 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
2021 წლის 24 მაისს 12-00 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141);
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1.ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მიერ პეტიციის წესით ინიცირებული საკითხის მოწონების თაობაზე განხილვის შესახებ;
ა) ქ.ქობულეთში ცენტრალური მუნიციპალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის, წიგნადი ფონდის პერიოდული განახლებისა და ბიბლიოთეკის სრულად ამოქმედების შესახებ;
(მომხსენებელი: მამია ჟორდანია)
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 17 მაისის N01-14/5015 მომართვა- აჭარის ავტომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებების მიხედვით შესაბამისი პროექტების დამტკიცების შესახებ;
(მომხსენებელი: ავთანდილ ანანიძე)
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 13 მაისის N01-14/4779 მომართვა-,,შ.პ.ს. ,,ქობულეთის ტრანსრეგულირება”-ს მიერ სასეირნო ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დადგენის შესახებ;
(მომხსენებელი: ავთანდილ ანანიძე)
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 14 მაისის N01-14/4800 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში მდებარე 11827 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N01-63.0 კვ. მეტრი საერთო ფართის შენობა-ნაგებობის (სტადიონი ს/კ 20.37.02.106) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
(მომხსენებელი: ავთანდილ ანანიძე)
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N432 განკარგულებით დამტკიცებული ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობაში“ ცვლილების შეტანის შესახებ;
(მომხსენებელი: ლია შაქარიშვილი)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
Skip to content