ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი თეთროსანი-ზედა ხუცუბანის საავტომობილო გზის 1 973 მეტრ მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ასევე ითვალისწინებდა სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას.
რეაბილიტირებული გზა დაუკავშირდება ხუცუბნის, სოფელ ქობულეთის და გვარას ადმინისტრაციულ ერთეულებს.