ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა.

2021 წლის, 20 მაისს, 12-00 საათზე, ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 17 მაისის N01-14/5015 მომართვა- აჭარის ავტომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებების მიხედვით შესაბამისი პროექტების დამტკიცების შესახებ;
(მომხსენებელი: ავთანდილ ზოიძე)
(თანამომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის
სამსახურის უფროსი ზაზა კაიკაციშვილი)
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 13 მაისის N01-14/4779 მომართვა-,,შ.პ.ს. ,,ქობულეთის ტრანსრეგულირება”-ს მიერ სასეირნო ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დადგენის შესახებ;
(მომხსენებელი: ავთანდილ ზოიძე)
(თანამომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვენსტიციო განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ ამაღლობელი)
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 14 მაისის N01-14/4800 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში მდებარე 11827 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N01-63.0 კვ. მეტრი საერთო ფართის შენობა-ნაგებობის (სტადიონი ს/კ 20.37.02.106) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
(მომხსენებელი: ავთანდილ ზოიძე)
(თანამომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვენსტიციო განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ ამაღლობელი)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
Skip to content