26 აპრილს 12-00 საათზე  გაიმართება ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიუროს  სხდომა

 

2021  წლის  26 აპრილს 12-00 საათზე  ტარდება ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს    ბიუროს   სხდომა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე  სართულზე,  სააქტო  დარბაზში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141);

  :

1.ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ს რეგისტრაციაში გატარების შესახებ;

(მომხსენებელი: მ.ჟორდანია)

2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური-ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი) 2021 წლის 06 აპრილის NSSG 3 21 00042755 მომართვა – თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვიტალი ქარცივაძის შესახებ;

(მომხსენებელი: მამია ჟორდანია)

3.ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მიერ პეტიციის წესით

ინიცირებული საკითხის განხილვის შესახებ;

ა) ქ.ქობულეთში ცენტრალური მუნიციპალური ბიბლიოთეკის  რეაბილიტაციის, წიგნადი ფონდის

პერიოდული განახლებისა და  ბიბლიოთეკის  სრულად ამოქმედების  შესახებ;

(მომხსენებელი: დავით მჭედლიშვილი)

4.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 29 მარტის  N01-14/2873 მომართვა – ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“;

(მომხსენებელი: მამია ჟორდანია)

5.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის  19 აპრილის N01-14/3984 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქალაქთაშორისო და სოფლის ავტობუსებზე შ.პ.ს. ,,ქობულეთის ტრანსრეგულირება”-ს  მიერ მგზავრობის მიმართულებებისა  და მგზავრთა  გადაყვანის ტარიფების დადგენის შესახებ“;

(მომხსენებელი: ავთანდილ ანანიძე)

6.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის  2021  წლის 01 აპრილის    N01-14/3066 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში მდებარე  15058 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N01/2-279.20 კვ. მეტრი  საერთო ფართის შენობა-ნაგებობა (ს/კ 20.48.01.137) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში  გადაცემის  შესახებ;

(მომხსენებელი: ავთანდილ  ანანიძე)

7.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 19 მარტის  N01-14/2515 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით,იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 1 (ერთი) წლის ვადით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  ქ.ქობულეთში, 9  აპრილის  ქუჩა N28-ის  მიმდებარედ 6906,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან  (ს/კ 20.42.06.956) 200.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე  თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ,,მ.ხარაზი“);

(მომხსენებელი ავთანდილ ანანიძე)

8.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 12 მარტის N01-14/2119 მომართვა – ა(ა)იპ ,,ქობულეთის გამწვანება“-ს 2020 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ;

(მომხსენებელი:  ავთანდილ ანანიძე)

9.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 12 მარტის N01-14/2119 მომართვა -შპს ,,ქობულეთის წყალი“-ს 2020 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ;

(მომხსენებელი: ავთანდილ ანანიძე)

10.შპს ,,ქობულეთის სოფლის   წყალი“-ს 2021 წლის 12 მარტის  N29 მომართვა-2020  წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ;

(მომხსენებელი:  ავთანდილ ანანიძე)

11.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის  2021 წლის 26 მარტის  N01-14/2807 მომართვა ა(ა)იპ ,,ქობულეთის პარკი“-ს 2020 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ;

(მომხსენებელი: ავთანდილ ანანიძე)

12.ა(ა)იპ ,,ქობულეთის სანდასუფთავება“-ს 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ-  2021 წლის 04 მარტის  N26 მომართვა;

(მომხსენებელი:  ვაჟა შავიშვილი)

13.ა(ა)იპ ,,ქობულეთის ტრანსრეგულირება“-ს 2021 წლის 08 თებერვლის N12 მომართვა -2020 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ;

(მომხსენებელი:ვაჟა შავიშვილი)

14.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სოლომონ ბაჯელიძის  განცხადება საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიაში წევრად შესვლის თაობაზე;

(მომხსენებელი:  ვაჟა შავიშვილი)

15.ა(ა)იპ ,,ქობულეთის კულტურის ცენტრი“-ს 2021 წლის 2 მარტის N01-15/15 მომართვა -2020 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ;

(მომხსენებელი:  ლია შაქარიშვილი)

16. შპს ,,სარაგბო კლუბი პონტო“-ს 2021 წლის 15 მარტის მომართვა – შპს  ,,სარაგბო კლუბი პონტო“-ს 2020   წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ;

(მომხსენებელი: ლია შაქარიშვილი)

17. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 16 მარტის  №01-18/2278  მომართვა – ა(ა)იპ ,,ქობულეთის საბავშვო გაერთიანება“-ს 2020 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ;

(მომხსენებელი:  ლია შაქარიშვილი)

 

Skip to content