ქობულეთსა და როვნოს შორის დამეგობრების 5 წლისთავი შესრულდა.
დამეგობრების 5 წლისთავი, ქალაქის მერებმა ერთმანეთს, დისტანციურად, ონლაინ მიულოცეს. მირიან ქათამაძემ და ალექსნდრ ტრეტიაკმა სამომავლო გეგმებზე, მხარეებს შორის განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ქალაქებს შორის თანამშრომლობაზე ტურიზმის, განათლების, კულტურის მხრივ.
მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება 2016 წელს გაფორმდა. ქალაქებს შორის თანამშრომლობა მიმდინარეობს ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, განათლების და სპორტის სფეროებში. ურთიერთთანამშრომლობა ასევე გულისხმობს ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებას.