მუნიციპალიტეტის მერია უკვე მეორე წელია ახორციელებს სიძველით დაზიანებულ სახლებზე, თუნუქის მასალის გადაცემის პროგრამას.
დღეს სიძველისგან დაზიანებული, ამორტიზირებული სახლების გადასახურად, 34 ოჯახს, სახურავების რეაბილიტაციისთვის, თუნუქის მასალა გადავეცით.
მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მოსახლეობის საჭიროებებს. ეს პროგრამაც ამის ნათელი მაგალითია. უკვე 60-ზე მეტ ოჯახს გადაეცა თუნუქის მასალა. ეტაპობრივად დავიწყებთ და განვახორციელებთ სხვადასხვა აუცილებელ, საჭირო პროგრამას. რაც მთავარია ყველა მიმართულება იქნება მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე და მათ საჭიროებებზე მორგებული.