2 ივლისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა ავთანდილ ანანიძის ხელმძღვანელობით. კომისიის სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 28 ივნისის №01-17/5008 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილების პროექტის განხილვის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 13 ივნისის N01-17/4548 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N02 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში ცვლილების შეტანა ამოღების თაობაზე (ამოღება – ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ბეჟანიძის ქუჩა N11-ის მიმდებარედ 18.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.48.01.546); ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 13 ივნისის N01-17/4548 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N61 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა“-ში ცვლილების შეტანა ამოღების თაობაზე (ამოღება – ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ბეჟანიძის ქუჩა N11-ის მიმდებარედ 18.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.48.01.546); ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივნისის N01-17/4697 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში, სოფელ ცეცხლაურში მდებარე ექვსი ერთეული უძრავი ქონების (ს/კ N20.37.02.378; 20.37.02.376; ს/კ N20.37.02.379; ს/კ 20.37.02.377; 20.37.02.360; 20.37.03.258) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზე გადაცემის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 24 ივნისის N01-17/4770 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მდებარე 85,73 კვ.მ ფართი, ბინა N1ა, სართული 1 (ს/კ 20.44.01.048.01.001ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზე გადაცემის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 26 ივნისის N01-17/4897 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთი, მ. აბაშიძის ქუჩის მიმდებარედ 16216,0 კვ.მ. (ს/კ 20.42.09.382) არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზე გადაცემის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 26 ივნისის N01-17/4933 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით 1 (ერთი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე 303,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.39.04.605) 15.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ(ფ/პ ,,ა.მჟავანაძე“); ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 26 ივნისის N01-17/4953 მომართვა – ქ.ქობულეთის სანაპირო ზოლში, ციხისძირის ტერიტორიაზე, კერძოდ სასტუმრო ,,კასტელო მარე“-ს მიმდებარედ მცურავი საშუალებებისთვის ზღვაში შესასვლელი კორიდორის მოწყობის შესახებ. შპს ,,მაგთიკომი“-სათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში და სოფელ მუხაესტატეში ოპტიკურ პოჭკოვანი ინტერნეტის მიწოდების მიზნით საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ შემდეგ მისამართებზე: ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში, სოფელ ნაკაიძეებში, სოფელ ხუცუბანში და სოფელ ალამბარში . ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ 2019 წლის 10 ივნისის N01-17/4360 მომართვა -სს ,,ენერგო -პრო ჯორჯია“-სათვის არსებული ამორტიზირებული საკაბელო ელექტრო გადამცემი ხაზის ნაცვლად ახალი საკაბელო ელექტრო გადამცემი ხაზის ჩანაცვლებისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ შემდეგ ობიექტებზე: ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქ.N125-დან 9 აპრილის ქუჩა N28-მდე, ქ.ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის ტერიტორიაზე (ფ/პ ,,დათა კახიძე“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.44.01.140) სოფელ ალამბრის ტერიტორიაზე (შპს ,,მაგთიკომი’’-ს კუთვნილ ობიექტზე), სოფელ ჯიხანჯურის ტერიტორიაზე (ფ/პ ,,ლეო ასლანიძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.37.07.014) და სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე (ფ/პ ,,ომარი კოპლაძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.46.01.995) . სს ,,სილქნეტი“-სათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში არსებულ გარე განათების ბოძებზე საჰაერო კაბელის მონტაჟისათვის და მიწისქვეშა სატელეფონო კომუნიკაციის მოწყობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.