მოსახლეობის საჭიროებები ჩვენთვის აუცილებლად გასაგები და გამოსასწორებელია. თხოვნების გაგება და მოსმენა კი მათთან შეხვედრებით და ახლოდან გაცნობითაა შესაძლებელი. სწორედ ამ მიზნით ვაგრძელებთ შეხვედრებს მოქალაქეებთან და მათგან ვისმენთ თუ რისი გამოსწორება სურთ ქალაქში. დღეს რუსთაველის ქუჩაზე #168 (ბ) მცხოვრებლებთან ვისაუბრეთ. ისინი ახალგაზრდებისთვის სპორტული მოედნის რეაბილიტაციას მოითხოვენ. ასევე სურთ მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდეს და კეთილმოეწყოს. აღნიშნული მოედნის რეაბილიტაცია უკვე გათვალისწინებული გვაქვს და უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები. მოვისმინეთ მათი აზრი, ჩვენი ხედვა და სამომავლოდ გასაკეთებელი პროექტიც გავაცანით. რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, საკითხის მოგვარებას ეტაპობრივად, შესაძლებლობის ფარგლებში მოვახდენთ.