ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩაისუბანი-ჭურკვეიძეების საავტომობილო გზის 1,5კმ. მონაკვეთზე 13.4 მეტრი სიგრძის და 4 მეტრი სიგანის ახალი ხიდი მოეწყო. სამუშაოები შპს „მშენებელი 23“-მა შეასრულა, რისთვისაც 73 999 ლარი დაიხარჯა. „გარდა იმის , რომ ეს არის ყოფითი, საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარება, ჩაქვში აღნიშნული მიმართულება არის ტურისტულად აქტიური ადგილი. ამ ადგილებს ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას კი ამ კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია“- აღნიშნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა. ხიდის სამშენებლო სამუშაოები ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მუხრან კაკაბაძემ, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარმა დეპუტატმა , ფატი ხალვაშმა , მერის წარმოამდგენლებთან და ადგილობრივებთან ერთად დაათვალიერეს.